Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს


ლეო XIV ესალმება წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეკრებილ ხალხს, 18 მაისი, 2025 წელი
ლეო XIV ესალმება წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეკრებილ ხალხს, 18 მაისი, 2025 წელი

ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი ესწრება.

ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაცია მონაწილეობს.

გავრცელებული ცნობით, ცერემონიას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახების წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.

"ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებიან „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი ცოლი.

მიხეილ ყაველაშვილი ულოცავს რომის პაპს. 18 მაისი, 2025 წელი
მიხეილ ყაველაშვილი ულოცავს რომის პაპს. 18 მაისი, 2025 წელი

საინაუგურაციო წირვა წმინდა პეტრეს ტაძარში ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან დაიწყო და ის დაახლოებით 2 საათს გასტანს.

კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG