კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათ შორის სამი წლის ბავშვი. დაზიანებულია სახლი, არასაცხოვრებელი შენობა და საწყობები.
სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ სუმიში. მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმა იყო ორ სამრეწველო ობიექტზე. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 21 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა Shahed-ის ტიპის 76 ე.წ. დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა სახეობის უპილოტო იმიტატორები.
სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში გააუვნებელყო 63 Shahed-ი. საჰაერო ძალების ცნობითვე, საცეცხლე საშუალებებით ჩამოაგდეს სხვა სახეობების 22 დრონი, კიდევ 41 კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
ფორუმი