Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაზე


ნიკუშორ დანი(მარცხნივ) და ჯორჯე სიმიონი საარჩევნო დებატებზე. 2025 წლის 8 მაისი
ნიკუშორ დანი(მარცხნივ) და ჯორჯე სიმიონი საარჩევნო დებატებზე. 2025 წლის 8 მაისი

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად უარყვეს პრეზიდენტობის კანდიდატ ჯორჯე სიმიონის საჩივარი არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია. გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა, დღეს, 22 მაისს გამოცხადდა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 18 მაისს ჩატარდა, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი დამარცხდა ბუქარესტის მერთან, პროევროპელ ნიკუშორ დანთან.

ნაციონალისტური პარტიის, AUR-ის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა არჩევნების შედეგები, გაყალბების მოტივით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და გაუქმება მოითხოვა.

რუმინეთში 2025 წლის მაისში ჩატარებულ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა 2024 წლის ბოლოს გამართული არჩევნების შედეგების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

სასამართლომ შედეგები 2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ გააუქმა, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, აუტსაიდერად მიჩნეული კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ კამპანიაში რუსეთი ჩაერია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG