Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო გემი კიმ ჩენ ინის თვალწინ დაზიანდა


ჩრდილოეთ კორეის მმართველმა კიმ ჩენ ინმა მოითხოვა, რომ დაზიანებული გემი ივნისამდე აღადგინონ.
ჩრდილოეთ კორეის მმართველმა კიმ ჩენ ინმა მოითხოვა, რომ დაზიანებული გემი ივნისამდე აღადგინონ.

ჩრდილოეთ კორეაში წარუმატებლად დასრულდა ახალი სამხედრო გემის პრეზენტაცია, რომელსაც ქვეყნის მეთაური კიმ ჩენ ინი ესწრებოდა.

გემის წყალში ჩამშვები მოწყობილობის მოძრაობა დაირღვა, გემმა წონასწორობა დაკარგა, ფსკერზე დაჯდა და დაზიანდა.

ეს ფაქტი თავად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აღიარა თავისი ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით. სააგენტოს მიერ დღეს, 22 მაისს გამოქვეყნებული ცნობით, ავარია 21 მაისს მოხდა ქვეყნის მეთაურის, ამხანაგი კიმ ჩენ ინის თვალწინ.

სააგენტოს მოჰყავს კიმ ჩენ ინის სიტყვებიც, რომ ეს იყო დაუშვებელი, მძიმე შემთხვევა და დანაშაული, რის შესახებაც მმართველი შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე იმსჯელებენ. ჩრდილოეთ კორეის მმართველმა მოითხოვა, რომ გემი ივნისამდე აღადგინონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG