Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი - „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“


უილ ნილი
უილ ნილი

20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი. ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“. 

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გმობს ჟურნალისტის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას.

უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 45 წუთის განმავლობაში გააჩერეს, ქვეყანაში შესვლაზე უარი კი ახსნა-განმარტების გარეშე, კანონის ბუნდოვანი ჩანაწერით - „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ - აუხსნეს. მას არ აქვს წვდომა თბილისში დატოვებულ პირად ნივთებზე.

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აღნიშნავს, რომ უილ ნილის საქართველოში არშემოშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ სტატიას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების მხრიდან „ცილისმწამებლური კამპანია“ მოჰყვა.

მიმდინარე წლის 31 მარტს ბრიტანულმა Byline Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე. Hunnewell Partners-ი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის კომპანიაა. მისი საკუთრებაა ტელეკომპანია „იმედიც“.

​რადიო თავისუფლება ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს - პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG