Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ


გრიგოლ გეგელია
გრიგოლ გეგელია

ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, „TV პირველისთვის“ კომენტარის მიცემის შემდეგ მას ავტომობილით დაედევნა უცნობი პირი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

„ეს არ იყო შემთხვევით შეხვედრა, მას მიზანში ვყავდი ამოღებული - მკითხა, ხომ ვიყავი პოლიტიკოსი. ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე“, - უთხრა პოლიტიკოსმა „TV პირველს“ და დასძინა, რომ მას მუშტები დაარტყეს თავის არეშიც.

გროგოლ გეგელიამ შეძლო თავდამსხმელის ავტომობილის ნომრის დამახსოვრება. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას.

ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG