Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაია კალასი: "რუსეთი ცდილობს უკრაინაში მეტი ტანჯვისა და ნგრევის გამოწვევას"


კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

რუსეთი უკრაინაში მეტი ტანჯვისა და ნგრევის გამოწვევას ცდილობს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

„საშინელებაა ბავშვების დანახვა უდანაშაულო მსხვერპლთა, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის. ჩემი ფიქრები დღეს მათ ოჯახებთანაა“, - განაცხადა მან უკრაინაზე რუსეთის 25 მაისის მასშტაბური თავდასხმის კომენტირებისას.

კალასმა ასევე განაცხადა, რომ ომის შესაჩერებლად ახლა რუსეთზე „ყველაზე ძლიერი“ საერთაშორისო პრესინგია საჭირო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, 25 მაისს, გამთენიისას რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.

მისი თქმით, იერიშის შედეგად უკრაინის 13 რეგიონი დაზარალდა: ქალაქი კიევი, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავის ოლქები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG