თვითმხილველის, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ბერიძის ცნობით, 26 მაისის აქცია დასრულებული იყო, როდესაც ის, ლუკა ნაცვლიშვილი და სხვა მეგობრები გარკვეულ საკითხზე საუბრობდნენ, რა დროსაც ნაცვლიშვილი დააკავეს:
„30-მდე პოლიციელი მოვარდა, ლუკა წაიყვანეს... გავარიდეთ სიტუაციასო, მაგრამ დაიჭირეს“, - წერს ბერიძე.
ამჟამად მისი მეგობრები დეტალებს არკვევენ და ელოდებიან ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან; ადგილზეა ადვოკატიც.
განახლება: შსს-ის თანახმად, ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ორი მუხლით, რომლებიც გულისხმობს „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა“ და „წვრილმან ხულიგნობას“.
19 ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც 16 წლის ასაკში, ერთ-ერთ სკოლაში ჩამოხსნა რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის დროშები.
მოგვიანებით ის იყო მოძრაობა „დაფიონის“ წევრი.
„დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე პატიმრობაშია - მას დემონსტრაციების მონაწილეები პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ, აქციების 50-ზე მეტ სხვა მონაწილესთან ერთად, რომელთაც ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.
ის მონაწილეობდა 2024 წლის აპრილში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებშიც.
ფორუმი