Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრეები ხარკოვის ოლქში აქრობენ რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრეები ხარკოვის ოლქში აქრობენ რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხარკოვის და ჩუგუევსკის რაიონების ორ სოფელში, სულ მცირე, 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვი, 4 წლის გოგოა.

დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია სახლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG