Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საელჩო უარყოფს, რომ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტის დრო შეამცირა


გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბერლინი, 2025 წლის 28 მაისი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბერლინი, 2025 წლის 28 მაისი

უკრაინის საელჩომ ბერლინში უარყო, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდა გერმანიაში ვიზიტის დრო შეემცირებინა რუსეთისგან მოსალოდნელი ახალი შეტევის საფრთხის გამო.

საელჩოს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიზეზით იძულებული გახდა უარი ეთქვა 29 მაისს ქალაქ ახენში, კარლ დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

28 მაისს, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთისგან სუმის ოლქზე მოსალოდნელი ახალი შეტევის გამო ზელენსკი იძულებული გახდა გერმანიაში ვიზიტის დრო შეემცირებინა და კიევში დაბრუნებულიყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბერლინში 28 მაისს ჩავიდა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ბერლინი კიევს კიდევ 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს.

უკრაინის და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და ბორის პისტორიუსმა ხელი მოწერეს შორ მანძილზე მოქმედების იარაღის შეძენის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

უმეროვის ინფორმაციით, კომპანია Diehl Defence-თან გაფორმდა უკრაინისთვის სისტემების, IRIS-T და მათი რაკეტების წარმოების კონტრაქტიც, რომლის ღირებულება 2,2 მილიარდი ევროა.






ფორუმი

XS
SM
MD
LG