ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, „შაჰედის“ ტიპის 8 დრონით დარტყმა იყო ქალაქის სლობოდსკის რაიონში მდებარე ტროლეიბუსების დეპოზე. დაშავდა ორი თანამშრომელი, რომლებიც ღამით მორიგეობდენ. განადგურებული ან დაზიანებულია 18 ტროლეიბუსი. ტერეხოვის ცნობითვე, აფეთქებების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე 33 სახლიც.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ჩუგუევის რაიონში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით წუხანდელი შეტევის შედეგად ოდესის ოლქში განადგურებულია ფოსტის შენობა. მსხვერპლი არ არის.
ფორუმი