Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის სეიმი 11 ივნისს უყრის კენჭს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას


„ჩვენ სხდომას ახალ პოლიტიკურ რეალობაში ვიწყებთ“, - განაცხადა ტუსკმა.
„ჩვენ სხდომას ახალ პოლიტიკურ რეალობაში ვიწყებთ“, - განაცხადა ტუსკმა.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის სეიმში 11 ივნისს ჩატარდება კენჭისყრა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, რადგან ქვეყანა „ახალი პოლიტიკური რეალობის“ წინაშე დგას.

კენჭისყრის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი პოლიტიკურმა მოკავშირე, ვარშავის ლიბერალი მერი რაფალ ტშასკოვსკი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა კონსერვატორ კაროლ ნავროცკისთან.

„ჩვენ სხდომას ახალ პოლიტიკურ რეალობაში ვიწყებთ“, - განაცხადა ტუსკმა ვარშავაში კაბინეტის სხდომის დაწყებისას. - „პოლიტიკური რეალობა ახალია, რადგან ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუმცა კონსტიტუცია, ჩვენი ვალდებულებები და მოქალაქეების მოლოდინები არ შეცვლილა. პოლონეთს მთავრობა მართავს, რაც დიდი ვალდებულება და პატივია“.

პოლონეთში მიმდინარე საკითხების უმეტესობას მთავრობა განკარგავს, თუმცა პრეზიდენტს აქვს კანონებზე ვეტოს დადებისა და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის უფლებამოსილება და ნავროცკის გამარჯვება ტუსკისთვის უკიდურესად გაართულებს თავისი პროევროპული დღის წესრიგის განხორციელებას.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ტუსკი მყიფე კოალიციის შენარჩუნებას 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი უკვე მოითხოვს მის გადადგომას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG