Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტირებულ პროდუქციას ტარიფი 50%-მდე გაუზარდა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, დღეიდან, 4 ივნისიდან ქვეყანაში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე საბაჟო გადასახადი გაორმაგდა.

ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე ტარიფი 25%-დან 50%-მდე გაიზარდა.

პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ტარიფის გაზრდა არ ეხება დიდ ბრიტანეთს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორ ქვეყანას შორის მაისში მიღწეული ეკონომიკური შეთანხმების შესრულება.

აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა იმპორტირებული ალუმინისა და ფოლადის 25%-ით დაბეგვრის გადაწყვეტილება, მაისში კი პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობისას თქვა, რომ ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად ტარიფს გააორმაგებს.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 31,3 მილიარდი დოლარის ფოლადი და ალუმინი. ამ პროდუქციის ძირითადი მიმწოდებლები არიან კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთი კორეა და ვიეტნამი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG