Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში კრიკეტში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე


სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა ჭყლეტაში ინდოეთის შტატ კარნატაკაში, კრიკეტის სტადიონზე შესვლის მცდელობისას.

კრიკეტის ათიათასობით გულშემატკივარი ქალაქ ბენგალურუს მთავარ სტადიონთან შეიკრიბა, რათა აღენიშნათ თავიანთი გუნდის გამარჯვება ინდოეთის პრემიერ ლიგაში.

კარნატაკის შტატის მთავარმა მინისტრმა სიდარამაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება ამდენ ადამიანს არ ელოდა. პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ გამარჯვების აღლუმზე 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა ისინი ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს ელოდნენ.

როდესაც ტრაგედია მოხდა, სტადიონის კარიბჭე „ჯერ კიდევ არ იყო გაღებული, მაგრამ იმდენი ადამიანი ცდილობდა პატარა კარში შეღწევას, რომ ჭყლეტა მოხდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG