რა არის ჯილეხი, იგივე ციმბირული წყლული? - ეს ინფექციური დაავადება ემართებათ შინაურ და გარეულ ცხოველებს. ცხოველებიდან დაავადება გადაეცემა ადამიანსაც თუ ინფიცირებული ცხოველის ხორცს ან მისგან წარმოებულ სხვა პროდუქტს შეჭამს.
„შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 700-ზე მეტ პირუტყვს. საკარანტინე ზონაში კი აიკრძალა ცხოველის დაკვლა, ცხოველური პროდუქტების დამზადება ანდა პირუტყვის ტრანსპორტირება.
ფორუმი