არსებული ინფორმაციით, მას ბოგოტაში საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს. მისი პარტიის წევრების მონათხრობით, ის შეხვედრაზე მისულ ადამიანებს ელაპარაკებოდა, როცა ზურგიდან ესროლეს ტყვია. კლინიკაში ის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
„მიგელი სიცოცხლისთვის იბრძვის“, - დაწერა მისმა მეუღლემ, სენატორის X-ის ანგარიშზე და კოლუმბიელებს მისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
პოლიციამ უკვე დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი. გამოძიება ეძებს სხვა თანამონაწილეების კვალსაც.
სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატზე თავდასხმა უკვე დაგმო კოლუმბიის მოქმედმა პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, ასევე გააუქმა საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტი და ამავდროულად სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა;
მან X-ზე დაწერა, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც დამნაშავეების დაკავებაში დაეხმარება პოლიციას, 3 მილიარდ კოლუმბიურ პესოს (730 000 აშშ დოლარი) შესთავაზებდა.
ფორუმი