„ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგი ცდილობს თავისი კომპანია ხელოვნური ინტელექტის კუთხით განავითაროს, რადგან მიიჩნევა, რომ ის ამჟამად ძალიან ჩამორჩება კონკურენტებს - „გუგლს“ და OpenAI-ს.
Scale-მა განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელ კომპანიად დარჩება, მაგრამ შეთანხმება „მნიშვნელოვნად გააფართოებს Scale-სა და „მეტას“ კომერციულ ურთიერთობას“ და რომ 14.3 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად მის საბაზრო ღირებულებას 29 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. „მეტა“ სტარტაპში 49%-იან წილს ფლობს.
ზაკერგერგი სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს „სუპერინტელექტის“ აბსტრაქტულ იდეას - მას კონკურენტი კომპანიები „ხელოვნურ ზოგად ინტელექტს“ ანუ AGI-ს უწოდებენ. მანამდე, 2021 წელს, ტექნოლოგიების გიგანტი მეტა-სამყაროს იდეაზე გადაერთო, კომპანიას სახელი შეცვალა და მილიარდები ჩადო ვირტუალური რეალობისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარებაში.
ფორუმი