Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქის ხელისუფლება დრონით სახლის დაზიანების და დაშავებულების შესახებ იუწყება


მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ვორობიოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ფოტო კრასნოგორსკში მდებარე სახლის, რომელსაც მისი ინფორმაციით, 24 ივნისს დრონი შეეჯახა
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ვორობიოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ფოტო კრასნოგორსკში მდებარე სახლის, რომელსაც მისი ინფორმაციით, 24 ივნისს დრონი შეეჯახა

დრონებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლება დაშავებულების შესახებ იუწყება.

მოსკოვის რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში შეეჯახა სახლს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. მათ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

ვორობიოვის თანახმად, საჭირო გახდა 100-მდე მობინადრის ევაკუაცია.

დრონებით შეტევის გამო დროებით დახურული იყო მოსკოვის შერემეტიევოს და ვნუკოვოს აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 20 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 მოსკოვის რეგიონში, ყველაზე მეტი, 14 კი - კურსკის ოლქში.




ფორუმი

XS
SM
MD
LG