ამავე კანონპროექტის მიხედვით, თუ ერთი წლის განმავლობაში ქვეითს გზის გადაკვეთისთვის მეორედ დააჯარიმებენ, მას 100 ლარის გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, ცალკე გამოიყოფა მაგისტრალების, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მნიშვნელობის გზების კანონდარღვევით გადაკვეთა. პირველი ჯარიმა 100 ლარია, მეორედ იმავე წელს კი - 200 ლარი.
საქართველოში არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება იმის გამო, რომ ქვეითები საავტომობილო გზებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ კვეთენ ან არ ელოდებიან შუქნიშნის შესაბამისი მაშუქის ანთებას.
ფორუმი