Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ერთგულია 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რჩება ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების და მისგან მიღებული გარანტიების ერთგული.

ცნობა, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს, არაყჩიმ X-ის საშუალებით გაავრცელა.

ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოსთან (IAEA) ირანის თანამშრომლობის შესახებ. „ჩვენი თანამშრომლობა სააგენტოსთან განხორციელდება ირანის სახელმწიფო უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს გზით უსაფრთხოების გასაგები მოსაზრებების გამო“, - აღნიშნა მან.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა 2 ივლისს ოფიციალურად შეაჩერა თანამშრომლობა გაეროს ბირთვული მეთვალყურეობის სააგენტოსთან (IAEA), რაც მოჰყვა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სხვა ობიექტებზე ისრაელის და აშშ-ის უპრეცედენტო თავდასხმების სერიას.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, ირანმა მკაცრად გააკრიტიკა ბირთვული სააგენტო დუმილის გამო.



ფორუმი

XS
SM
MD
LG