Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ირანის ნავთობით ვაჭრობაზე


ხანძარი ირანში, თეირანის შაჰრანის ნავთობის საწყობში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 15 ივნისი, 2025.
ხანძარი ირანში, თეირანის შაჰრანის ნავთობის საწყობში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 15 ივნისი, 2025.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დააწესა ახალი სანქციები, რომლებიც ეხება სავაჭრო ქსელს, რომელიც ერაყის ნავთობად შენიღბულ ირანის ნავთობს კონტრაბანდისტული გზებით ავრცელებს და ასევე საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.

კომპანიების ქსელი, რომელსაც ერაყელი ბიზნესმენი აჰმედ საიდი აკონტროლებს, მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანის ნავთობს - რომელიც ერაყის ნავთობად იყო შენიღბული ან მასთან შერეული - სულ მცირე, 2020 წლის შემდეგ ყიდულობდა და შემდეგ ჰყიდდნენ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის თქმით:

„სამინისტრო გააგრძელებს თეირანის შემოსავლის წყაროების დევნას და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას, რათა წაართვას მას ფინანსური რესურსები, რომლებიც მადესტაბილიზებელ საქმიანობას ხმარდება“.

ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირსა და ჰეზბოლას კონტროლქვეშ მყოფ საფინანსო ორგანიზაცია „ალ-ყარდალ-ჰასანთან“ დაკავშირებულ ერთ ფირმას. დეპარტამენტის თქმით, ამ პირებმა მილიონობით დოლარის ფარული ტრანზაქციები განახორციელეს, რისი მეშვეობით ახეირეს ჰეზბოლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG