Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას


გერმანიის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას.
გერმანიის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას.

რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას - აცხადებს 4 ივლისს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახური (BND), ნიდერლანდელ კოლეგებთან ერთად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

BND-ის მონაცემებით, რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ცრემლსადენ გაზს, არამედ "უფრო სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას - ქლორპიკრინს, - რომელიც მაღალი კონცენტრაციით, დახურულ სივრცეში შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს".

"ეს წარმოადგენს უფრო სერიოზულ დარღვევას ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა, რომელიც ამ საბრძოლო, მხუთავი ნივთიერების გამოყენებას კრძალავს ნებისმიერ გარემოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია დაუდასტურეს სააგენტო Reuters-ს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG