Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ავღანეთის ისლამური საამირო


თალიბანის წარმომადგენლების და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა ქაბულში
თალიბანის წარმომადგენლების და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა ქაბულში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ მიიღო რუსეთის ფედერაციაში კვლავ დანიშნული ავღანეთის ელჩის, გულ ჰასანის რწმუნების სიგელის ასლი.

ამ ცნობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთმა მსოფლიოს მასშტაბით პირველმა აღიარა ოფიციალურად ავღანეთის ისლამური საამირო, რომელსაც ხელმძღვანელობს თალიბანი - მოძრაობა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თალიბანი რუსეთშიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო აკრძალული, თუმცა 2024 წლის დეკემბერში სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომელიც თალიბანის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების საშუალებას იძლეოდა. 17 აპრილს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თალიბანისთვის რუსეთში მოქმედებაზე დაწესებული აკრძალვა.

მოსკოვში, ავღანეთის საელჩოს შენობის თავზე ფრიალებს თალიბების მიერ შემოღებული ავღანეთის სახელმწიფო დროშა.

3 ივლისს ქაბულში რუსეთის ელჩი დმიტრი ჟირნოვი ეწვია ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ამირ ხან მუთაქის. ჟირნოვმა ამ შეხვედრაზე გამოაცხადა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ოფიციალურად აღიაროს ავღანეთის ისლამური საამირო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG