"ჩვენ ეს უკვე გვინახავს: ადოლფ ჰიტლერი - ოჰ, ეს სახელი გაისმა - მან პირველმა აკრძალა სხვა პარტიები, შეზღუდა პრესის თავისუფლება", - უთხრა ვაიდელმა ჟურნალისტებს 5 ივლისს, ბერლინში, მისი პარტიის შეხვედრის მსვლელობისას.
სააგენტო dpa ავრცელებს ვაიდელის სიტყვებს, რომ დისკუსია, რომელიც "სერიოზულად განიხილავს AfD-ის ამკრძალავ განაცხადს", მას მოაგონებს "ძალიან ბნელ დროებას".
SPD-მა ამგვარი ძალისხმევის გატარების გადაწყვეტილება თავის ყრილობაზე, გასულ შაბათ-კვირას მიიღო და განაცხადა - "დადგა დრო შესაბამისმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა შექმნან პირობები, რათა დაუყოვნებლივ შემუშავდეს განაცხადი AfD-ის არაკონსტიტუციურობის დასადგენად".
პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ფედერალური მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე პალატის განაცხადის საფუძველზე.
AfD-ის აკრძალვის შესაძლო პროცედურაზე საუბარი გერმანიაში დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ძალისხმევის მომხრეები გააძლიერა პარტიის ხელახალმა შეფასებამ საშინაო დაზვერვის სამსახურის - კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის - მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ AfD-ის "უმტკიცდება მემარჯვენე ექსტრემისტული ტენდენციები". პარტიამ ეს განსაზღვრება გაასაჩივრა და ამის გამო ის ჯერჯერობით არ არის მოქმედებაში შესული.
ფორუმი