Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

12:02 7.7.2025

ანდრო ჭიჭინაძეს თავისი შვილის ზეიმს აჩვენებენ ტელეფონში. კარგად ვერ ხედავს, მაგრამ იცინის, მასთან ერთად ონისეც უყურებს და იცინის.

12:00 7.7.2025

კითხვებს სვამს - ადვოკატი, ომარ ფურცელაძე. ის ინტერესდება მოწმის აზრით, ვინ უნდა თქვას ეს ადამიანები დამნაშავეები არიან თუ არა. სასამართლომო პასუხობს მოწმე და შემდეგ ადვოკატი უბრუნდება კითხვას.

„თქვენ, როცა მტკიცებით ფორმაში ამბობთ აქციის მონაწილეების მხრიდან დაზიანდა ჩვენი ქონებაო, რას ნიშნავს აქციის მონაწილე?", - სვამს კითხვას ომარ ფურცელაძე და შემდეგ იხსენებს პროტესტის საფუძველს, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას და შემდეგ ისევ არკვევს, ვინ შეიძლება იყოს აქციის მონაწილე.

პროკურატურა აპროტესტებს არგუმენტით, რომ ადვოკატი მოწმისგან ვარაუდებს ითხოვს.

ადვოკატის თქმით, მტკიცებით ფორმაში საუბრობს მოწმე, რომ დანაშაული აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ახლა „მასთან ერთად გაარკვევს, რომ ეს დასკვნა არის მცდარი".

მოწმე განმარტებისთვის სიტყვის უფლებას ითხოვს: „ეს არის ინფორმაცია, რომელიც არის სამსახურში დაცული, როცა ჯგუფი ბრუნდება ადგილზე, მას პირდაპირი ვალდებულება აქვს დააფიქსიროს რა მოხდა, დაზიანდა თუ არ დაზიანდა მე ეს ყველაფერი განვაცხადე სამსახურში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია".

12:00 7.7.2025

იკითხება მოწმე თამარ ჭანტურაია, ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ აქციების დროს დაზიანდა მისი სამსახურის თანამშრომლების სამოსი და ტექნიკა, ტრანსპორტი. საღებავებით და პიროტექნიკით. მისი თქმით, ზარალი 62 785 ლარია.

ის ამბობს, რომ არ შეუძლია ისაუბროს ინდივიდუალურ პირებზე, თუმცა სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მითითებულია, რომ ქონება აქციის მონაწილეებმა დააზიანეს.

ის საუბრობს პერიოდზე - 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.


11:49 7.7.2025

ანდრო ჭიჭინაძე მოკლე განცხადებას აკეთებს: ტელევიზიით ძაან ბევრს ლაპარაკობენ ვიღაცები. ამ საქციელს ჰქვია იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა და კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია, მოვუწოდებ ყველას ენას კბილი დააჭიროს.

ონისე ცხადაძე აგრძელებს და ამბობს, რომ დააზუსტებს ვისზეა საუბარი:

„მეუფე იაკობის მოვუსმინეთ“, - თქვა მან და რამდენიმე გზავნილი გადასცა, მათ შორის:

„ამბიონი და პოლიტიკა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.

„მამაო ჩვენო მიუტევე, რამეთუ არ იცის, რას ლაპარობს"

„ჩემი საყვარელი ფილმია ლონდრე"

და კიდევ, ვანიკო მომიკითხეთ თარხნიშვილი", - ამბობს ონისე ცხადაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG