Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

11:49 7.7.2025

150-კაციან სხდომათა დარბაზში რამდენიმე სკამია მხოლოდ თავისუფალი. მოსამართლე - ნინო გალუსტაშვილი სხდომათა დარბაზშია.

11:49 7.7.2025

ბრალდებულები შემოიყვანეს. პირველი ონისე ცხადაძე შემოდის, შემდეგ ირაკლი ქერაშვილი და ანდრო ჭიჭინაძე. სხდომაზე არ არის რევაზ კიკნაძე, რომელიც მოსამართლემ გააძევა და რამდენიმე სხდომაა, ადვოკატების შუამდგომლობების მიუხედავად, არ აბრუნებს. რეზო კიკნაძის დედა მაინც ყველა სხდომაზე მოდის იმედით, რომ მოსამართლე პოზიციას შეიცვლის და შვილს ნახავს.

11:49 7.7.2025

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ მან განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ უზრუნველეყოთ ფოტო-ვიდეო გადაღება სხდომაზე.

„მოვითხოვე გამოყოფილიყო სპეციალური უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ საკითხის გარკვევას. პასუხი ისევ არ არის განცხადებაზე და გთხოვთ, რომ ვინაიდან ეს არის თქვენი სხდომა, თქვენ თავმჯდომარეობთ და თქვენს სხდომაზე გავაკეთეთ განცხადება და შუამდგომლობის სახე ჰქონდა, თქვენც გააკეთოთ განმარტება, რა პროცედურა არსებობს, რომ მივმართოთ სასამართლოს. თქვენთანაც დავაყენეთ შუამდგომლობა[გადაღებაზე - რ.თ.] და საქალაქო სასამართლოშიც, თქვენ არ დააკმაყოფილეთ და საქალაქო ინარჩუნებს დუმილის უფლებას", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის თქმით, მან წინა სხდომაზეც განმარტა, რომ სხდომის ფოტო-ვიდეო ფადაღება მისი გადასაწყვეტი არ არის. „მიმართეთ და წესით რეაგირება უნდა მოჰყვეს. დაგიდასტურეს მიღება?", - იკითხა მოსამართლე.

ადვოკატის თქმით, „არ დაუდასტურეს“ და „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საამართლოს ოფიციალურ მეილზე დასტურიც არ მოდის“. ირაკლი ჩომახაშვილი ინტერესდება, თუ აქვს მოსამართლეს ინფორმაცია სხვა სისხლის სამართლის საქმე ერთხელ მაინც თუ გადაუღიათ ახალი პრაქტიკით.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უპასუხა, რომ „არა“.

11:49 7.7.2025

ანდრო ჭიჭინაძე მოკლე განცხადებას აკეთებს: ტელევიზიით ძაან ბევრს ლაპარაკობენ ვიღაცები. ამ საქციელს ჰქვია იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა და კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია, მოვუწოდებ ყველას ენას კბილი დააჭიროს.

ონისე ცხადაძე აგრძელებს და ამბობს, რომ დააზუსტებს ვისზეა საუბარი:

„მეუფე იაკობის მოვუსმინეთ“, - თქვა მან და რამდენიმე გზავნილი გადასცა, მათ შორის:

„ამბიონი და პოლიტიკა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.

„მამაო ჩვენო მიუტევე, რამეთუ არ იცის, რას ლაპარობს"

„ჩემი საყვარელი ფილმია ლონდრე"

და კიდევ, ვანიკო მომიკითხეთ თარხნიშვილი", - ამბობს ონისე ცხადაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG