Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

13:42 7.7.2025

„ბარიკადის გამყარება იმისთვის, რომ ბარიკადის მოშორება უფრო ძნელი გახდეს, კი ძალადობრივია“, - თქვა ირაკლი გველესიანმა.

13:39 7.7.2025

კითხვებს სვამს ფიქრია მახარაძე, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის მეორე ადვოკატი. მას აინტერესებს, რატომ აღმოაჩინეს მოგვიანებით მტკიცებულებები და საქმესაც ორთვიანი დაგვიანები დაურთეს, როცა ბრალდებულები დეკემბრის დასაწყისში დააკავეს.

13:36 7.7.2025

სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ნიკოლოზ ლეგაშვილი სვამს კითხვებს. ის ამბობს, რომ ვიდეოში მისი დაცვის ქვეშ მყოფები „დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდნენ“.

ადვოკატის თქმით, ის ცდილობს გაარკვიოს, რა მოქმედება მიიჩნია მან „დანაშაულებრივად".

- თქვენ ორივეს ადვოკატი ხართ?

- დიახ

- თავიდან ერთი თქვით[არადა ადვოკატი მას გაეცნო და ისიც უთხრა, ვის დაცვას ახორციელებდა სხდომაზე]

მოწმე აგრძელებს, რომ ბრალდებულები ამყარებდნენ ბარიკადებს და ცეცხლს უკიდებდნენ - რას? დეტალურად ამბობს. მისივე თქმით, ვიდეოები, რომლებიც დაათვალიერა 28-29 ნოემბრის ვიდეოჩანაწერებია.

13:32 7.7.2025

ირაკლი გველესიანი პოლიციელია, აქციების დროს კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ახლა თბილისის პოლიციაშია. მისი ჩვენების დეტალები დაიწერება Reply-ში.

ირაკლი გველესიანმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ის ამბობს, რომ დაათვალიერა ვიდეოკადრები შსს-ს ოპერატორებთან ერთად. ეს საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა 12-13 თებერვალს. მისი თქმით, ვიდეოკადრებში აღმოაჩინა სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი.

„აღნიშნული მოქმედება ჩატარდა პრესსამსახურის ერთ-ერთ ოთახში, გულუას ქუჩაზე“, - ამბობს პოლიციელი.

მისი თქმით, ამ საქმეზე რამდენიმე დაზარალებულიც გამოკითხა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG