ჯგუფური ძალადობის საქმეზე პირველად იკითხება გდდ-ს თანამშრომელი, ნუგზარ მირიანაშვილი. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
პროკურორებს კიდევ ერთი მოწმე ჰყავთ და ამბობენ, რომ მის დაკითხვას დიდი დრო დასჭირდება. ის გდდ-ს თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილია. ამიტომ გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება და დღეისთვის ბოლო მოწმე დარბაზში სამ საათზე შემოვა.
განცხადებას აკეთებს ადვოკატი ირმა ჭკადუა: დაცვას უნდა ჰქონდეს ეფექტური წვდომა ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომლის საფუძველზეც ბრალდება წარადგინა ბრალდების მხარემ. რამდენად რელევანტურად ამოარჩია ის კონკრეტული ადგილები, რომლებიც წარმოადგინა და ნამდვილად იყო თუ არა მიუკერძოებელი და ობიექტური დაცვის მხარე.. ბრალდებას შეუძლია, როგორც გამამართლებელი ისე გამამტყუნებელი მიმართულებით მოიპოვოს მტლიცებულებები... დაცვას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილოს ეს მტკიცებულებები და ჰქონდეს მასზე წვდომა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ ვიდეოს მოპოვება აქამდეც შესაძლებელი იყო, მან არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია, მიიჩნია, რომ შუამდგომლობის დაყენება გამოძიების ეტაპზე შესაძლებელი იყო და ობიექტური გარემოება მიმდინარე სხდომაზე ამ შუამდგომლობის დაყენების არ არსებობდა.
პროკურორები წინააღმდეგები არიან ვიდეო გამოითხოვონ:
„საქმეში არის 4 დეკემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც გამოგზავნილია პრესცენტრიდან, აქ წერია, რომ 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პრესსამსახური იღებდა აქციის მიმდინარეობას და ინახებოდა გულუას ქუჩაზე, ეს წერილი ჰქონდათ დაცვის მხარეს. ისინი ამბობენ, რომ განცხადებით მიმართეს და პასუხი არ მიუღიათ... ჩვენ მივმართეთ, მათ ამ წერილის საფუძველზე და მივიღეთ ვიდეოები. ადვოკატებს არ გამოუთხოვიათ ეს ვიდეოები...
ამ ვიდეოებში ჩანს ჯგუფურობა, სხვადასხვა ნივთების სროლა, სხვა ინფორმაციის გამოთხოვით შეგვიძლია მოვიპოვოთ ინფორმაცია სხვა ძალადობრივ ქმედებებზე და აღნიშნული რა შუაში შეიძლება იყოს ამ საქმესთან?“, - ამბობს ვაჟა თოდუა.
ფორუმი