Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

14:03 7.7.2025

ირაკლი გველესიანის თქმით, დათვალიერების ოქმი შეადგინა ადგილზე, „ამოარჩია და ამოიღო ის კადრები“, სადაც მისი აღქმით, „დანაშაულებრივი ქმედება“ იყო ასახული.

14:07 7.7.2025

ირაკლი გველესიანის დაკითხვა დასრულდა.

14:16 7.7.2025

ირაკლი გველესიანის დაკითხვის შემდეგ, ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დააყენა შუამდგომლობა გამოითხოვონ ის 4-5 საათიანი ვიდეო, რომელიც ირაკლი გველესიანმა შეისწავლა და ამ ვიდეოდან მხოლოდ რამდენიმე წუთი ამოიღო.

ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს ვიდეო შესაძლოა შეიცავდეს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის ჩანდეს სამართლდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება.

„თქვენი გადასაწყვეტია, ვის დაავალებთ ამ ვიდეოს გამოთხოვას, ჩვენი ინიციატივაა, რომ ადვოკატებს დაევალოთ“, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.

პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა ამოიხვნეშა.

„გაეცით გამოთხოვის განჩინება, განჩინების ვადათ იყოს 30 დღე განსაზღვული და ჩვენ მოგვეცეს საშუალება ვნახოთ და დავათვალიეროთ ვიდეო. ჩვენც გვინდა ვნახოთ მთელი პროცესი, თქვენთან არის რამდენიმეწუთიანი ვიდეოები წარმოდგენილი და ამით გვსურს შევქმნათ ის რეალობა, რაც ხდებოდა დღეების განმავლობაში. ეს ვიდეო გამოგვადგება, რომ დავადასტუროთ - ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია", - თქვა ადვოკატმა.

არგუმენტებს ამატებს ომარ ფურცელაძე: „მოწმემ თქვა, რომ მისი დაინტერესების საგანი იყო გამოძიების მიერ დავალებული ორი ადამიანის იდენტიფიცირება...შესაძლოა უწყვეტი ვიდეო მასალა შეიცავდეს მათ შორის სხვა ბრალდებულებზე ინფორმაციას და შეიცავდეს ჩვენს მიერ ზეპირსიტყვიერად გაჟღერებულ სხვა არაერთ გარემოებას“.

14:28 7.7.2025

პროკურორები წინააღმდეგები არიან ვიდეო გამოითხოვონ:

„საქმეში არის 4 დეკემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც გამოგზავნილია პრესცენტრიდან, აქ წერია, რომ 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პრესსამსახური იღებდა აქციის მიმდინარეობას და ინახებოდა გულუას ქუჩაზე, ეს წერილი ჰქონდათ დაცვის მხარეს. ისინი ამბობენ, რომ განცხადებით მიმართეს და პასუხი არ მიუღიათ... ჩვენ მივმართეთ, მათ ამ წერილის საფუძველზე და მივიღეთ ვიდეოები. ადვოკატებს არ გამოუთხოვიათ ეს ვიდეოები...

ამ ვიდეოებში ჩანს ჯგუფურობა, სხვადასხვა ნივთების სროლა, სხვა ინფორმაციის გამოთხოვით შეგვიძლია მოვიპოვოთ ინფორმაცია სხვა ძალადობრივ ქმედებებზე და აღნიშნული რა შუაში შეიძლება იყოს ამ საქმესთან?“, - ამბობს ვაჟა თოდუა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG