„ახლა რომ გაჩვენოთ ვიდეოები თქვენს თავს ამოიცნობთ", - კითხულობს ირაკლი ჩომახაშვილი.
სპეცრაზმელი ამბობს, რომ „ვერ ამოიცნობს".
მოწმე მირიანაშვილი ამბობს, რომ რაცია აქვთ, მაგრამ ადგილზე ბევრი ადამიანია და ვისგან მოდის ბრძანება იქ ვერ იგებენ, შესაბამისად, არ შეუძლია თქმა, ვინ გასცა მოძრაობის დავალება.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე სპეცრაზმელებისთვის დავალების მიმცემის ვინაობის გარკვევას ცდილობს: „როცა დგები კოლოფში, იქ 200 ადამიანი მაინც დგას, როცა წინა ზოლი ფარს იღებს, შენც იღებ ფარს, ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს".
ანუ შეიძლება დავალება არ იყოს გაცემული და წინა რიგი რასაც იზამს, იმას იმეორებთო? - კითხულობს ადვოკატი.
მოწმე ამბობს, რომ ბრძანების გარეშე არავინ მოქმედებს, მაგრამ იმ დღეს ბრძანებები, ვინ გასცა ვერ ეტყვის.
„როდის ვიწყებთ ინსტინქტებით ხელმძღვანელობას?“, - კითხულობს ომარ ფურცელაძე.
მოწმის პასუხი: როცა მოდის რაღაც, სახესთან და უფრო დაგაზიანებს, ხომ არ მოაკვლევინებ თავს, ბოლო-ბოლო, პირველი გამისკდა სახესთან ახლოს, ინსტინქტურად ავწიე ხელი ფარიანი, რომ სახეზე არ მომხვედროდა".
ფორუმი