Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრების მოლოდინი არ აქვს 46%-ს - კვლევა


თბილისი, რუსთაველის გამზირი: ევროკავშირისა და საქართველოს დროშები
თბილისი, რუსთაველის გამზირი: ევროკავშირისა და საქართველოს დროშები

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46 პროცენტი, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი. ამის შესახებ წერია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

კითხვაზე, [ხელისუფლებაში ვისი ყოფნის დროს არის] ევროკავშირში გაწევრიანება მეტად მოსალოდნელი, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 14%;
  • თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 46%;
  • ორივეს შემთხვევაში - 14%;
  • არც ერთი - 10%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 16%.

მხარდამჭერების მიხედვით:

პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 1%;
  • თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 81%;
  • ორივეს შემთხვევაში - 7%;
  • არც ერთი - 5%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 5%.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 49%;
  • თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 6%;
  • ორივეს შემთხვევაში - 19%;
  • არც ერთი - 8%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 18%.
ფრაგმენტი კვლევიდან
ფრაგმენტი კვლევიდან

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია“, - წერია კვლევაში.

კვლევის შესახებ

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს გზით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, კვლევის განმახორციელებელი - "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" (ISSA).

ფორუმი

XS
SM
MD
LG