Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არასრულწლოვანები დააკავეს


ბრალდებულის დაკავების ამსახველი კადრი
ბრალდებულის დაკავების ამსახველი კადრი

10 წლამდე პატიმრობა ემუქრება 9 პირს, რომლებიც არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის, სულ მცირე, ექვსი არასრულწლოვანია. დაკავებულთაგან ყველაზე პატარა 14 წლისაა, ყველაზე დიდი კი - 30 წლის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ“, - აცხადებენ შსს-ში.

„მათ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, „მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია (ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის) მუხლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG