Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (09/07/2025)

12:13 9.7.2025

მოწმის დაკითხვამდე ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე მოუწოდებს პროკურორებს უზრუნველყოს სხვა მოწმეების მოჰყვანაც, რადგან მთელი დღეა გამოყოფილი და სასამართლოში დღეს მოყვანილი მოწმეები და ინფორმაცია, რომელსაც ისინი ფლობენ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. შესაბამისად ბევრი კითხვა არ აქვთ და სავარაუდოა, რომ სხდომა რამდენიმე წუთში დასრულდება.

„ჩვენ აქ ყოველ დღე, როცა პროცესია ვიკრიბებით იმიტომ, რომ ვიმუშავოთ ხუთამდე ექვსამდე, შეიძლება ობიექტური მიზეზით ვერ მოაბილიზა მოწმეები პროკურატურამ, მაგრამ დღეს ჩვენთვის 70%-80% გაცდენილი დღეა. ჩვენ მობილიზებული ვართ სამუშაოდ.... დაიწყოს პროკურორმა კომუნიკაცია ახლავე მოწმეებთან და ჩვენ დაველოდებით ერთი საათი და მეტიც კი", - ამბობს ადვოკატი.

მის პოზიციას იზიარებს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი და ეკითხება პროკურორებს, თუ არის შესაძლებლობა დაელოდონ და გამოიძახონ მოწმეები.

ვაჟა თოდუას პასუხია, რომ ყოფილა შემთხვევები 6-7 მოწმე გვყოლია, მაგრამ ვერ მოგვისწრია დაკიტხვა და ახლა მეტის მოყვანა ვერ შევძელიო.

მოსამართლემ მოითხოვა, დაიწყოს ვაჟა თოდუამ კომუნიკაცია მოწმეებთან და თუ საჭირო გახდება ისინი დაელოდებიან, რადგან დღეს, მთელი დღეა გამოყოფილი ამ საქმისთვის.

12:10 9.7.2025

გამოიძახეს მოწმე - იოსებ მამადაშვილი. ის თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

12:10 9.7.2025

დასრულდა მოწმის გამოკიტხვა, რომელმაც მხოლოდ აღრიცხა პატრულის დაზიანებული ავტომობილები.

12:10 9.7.2025

მოწმე საუბრობს და აღწერს პოლიციის დაზიანებულ ტექნიკას, კონკრეტულად მანქანებს. ის ამბობს, რომ არ იცის უშუალოდ ვინ დააზიანა ეს მანქანები.

„სასამართლო თუ დაადგენს, რომ მათ არ დაუზიანებიათ მე პრეტენზია არ მექნება, თუ დაადგენენ, შემდეგ მექნება პრეტენზია", - ამბობს მოწმე. ის უშუალოდ არ შესწრებია არც ერთი მანქანის დაზიანებას, უშუალოდ არ შეუძლია ამოიცნოს ვინ აზიანებდა საპატრულო პოლიცის მანქანებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG