Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (09/07/2025)

12:32 9.7.2025

ადვოკატი, ომარ ფურცელაძე დაინტერესდა წლის განმავლობაში საშუალოდ რამდენი ურნა ზიანდება. მოწმეს, იოსებ მამადაშვილს არ აქვს პასუხი. ამბობს, რომ ზუსტად არ შეუძლია თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზიანდება ხოლმე.

მამადაშვილის თქმით, დაზიანებულ ურნებზე იურიდიულ სამსახურს ინფორმაცია აწვდიან ხოლმე და „ახდენენ რეაგირებას“. ამ შემთხვევაშიც [გულისხმობს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებს] მიმართეს იურიდიულ სამსახურს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია რა ნაბიჯები გადადგეს ამ სამსახურის წარმომადგენლებმა.

12:33 9.7.2025

იოსებ მამადაშვილის თქმით, დაზიანებული და დამწვარი ურნები „ნაგავში გადაიყარა“.

„ნაწილი ცალკე იყრებოდა, ნაწილი ცალკე ნაგვის პოლიგონზე და როგორც ვიცი, ასულები იყვნენ კიდეც გამომძიებლები", - ამბობს მოწმე კითხვაზე პასუხად „მტკიცებულებები გადაყარეთ?"

12:38 9.7.2025

იოსებ მამადაშვილის დაკითხვა დასრულდა.

12:41 9.7.2025

პროკურატურას მეტი მოწმე აღარ ჰყავს, არადა ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი. ადვოკატები აპროტესტებენ და მოითხოვენ, პროკურორებმა დარეკონ მოწმეებთან და საღამომდე მოიყვანონ.

„შეგახსენებთ, რომ სახაზინო ადვოკატები იმიტომ დაინიშნა, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო. ორი სხდომა საშუალოდ 10 საათია. დღეს ამ ათი საათის მხოლოდ ნახევარი აითვისა პროკურორმა", - ამბობს ომარ ფურცელაძე.

ნინო გალუსტაშვილმა სხდომა დაასრულა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG