რუსეთის ქალაქ კურსკის სანაპიროზე 8 ივლისის საღამოს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის თქმით, მოსკოვში ტრანსპორტირებისას ხუთი წლის ბიჭი გარდაიცვალა, სხეულის 30 პროცენტზე მეტის დამწვრობის შედეგად.
ASTRA-ს Telegram-ის არხის ცნობით, 8 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკში, სანაპიროზე საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ხინშტეინმა „არაადამიანური დარტყმის“ შესახებ დაწერა და უკრაინელი სამხედროები „მიზანმიმართულად იმ ადგილის დაბომბვაში" დაადანაშაულა, სადაც "მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა“.
პლაჟიდან 600 მეტრში მდებარეობს თავდაცვის სამინისტროს მე-18 ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი - დიდი საწარმო, რომელიც რადიოდაზვერვის სისტემებს, თანამგზავრული კომუნიკაციების, რადარისა და რადიონავიგაციის აღჭურვილობას აწარმოებს.
ფორუმი