12 ივლისის სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ მოსკოვმა თეირანს მოუწოდა, დათანხმებულიყო ურანის გამდიდრების შეწყვეტას, და რომ თუ ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნებოდა, რუსეთი მზად იქნებოდა გაეტანა ირანიდან მაღალგამდიდრებული ურანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტატიას ასევე უწოდა „კიდევ ერთი ბინძური, პოლიტიზებული კამპანია, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის მიზნით მიმდინარეობს“.
„ჩვენ მუდმივად და არაერთხელ გავუსვით ხაზი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების აუცილებლობას და გამოვთქვით მზადყოფნა, წვლილი შევიტანოთ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების პოვნაში“, - აცხადებს კრემლის საგარეო უწყება.
2015 წელს დადებული შეთანხმება (მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა - JCPOA) ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, ხოლო დასავლეთს თეირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას ავალდებულებდა.
აშშ-მა 2018 წელს ცალმხრივად გავიდა შეთანხმებიდან და ახალი სანქციები დააწესა. მის მონაწილეებს, ირანსა და ევროპის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს და რუსეთს, შეთანხმება არ დაუტოვებიათ. აშშ-ის ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების გაზრდა.
2025 წლის აპრილიდან აშშ-სა და ირანსა შორის ბირთვულ მოლაპარაკება განახლდა.
ივნისში ისრაელის ავიაციამ დაბომბა ირანის ბირთვული, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები. მოკლეს ირანის არაერთი სამხედრო მეთაური და ბირთვული ფიზიკოსი. მოგვიანებით ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა აშშ-მა, რომელიც, ისევე როგორც ისრაელი, თვლის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს წარმოადგენს.
ირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შექმნა აქვს განზრახული და აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
თეირანმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას სამოქალაქო მიზნებით ურანის გამდიდრებაზე.
ფორუმი