Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხი": პროკურატურა ითხოვს არხთან დაკავშირებულ სრულ ფინანსურ დოკუმენტაციას


"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა მისი გახსნიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ, 2025 წლის 1 მაისს შეწყვიტა.
"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა მისი გახსნიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ, 2025 წლის 1 მაისს შეწყვიტა.

"მთავარი არხის" ვებსაიტი ავრცელებს ინფორმაციას პროკურატურაში არხისა და მისი კონტრაქტორი გაყიდვების სახლის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დაწყებულ გამოძიებაზე.

ამ ტექსტის მიხედვით, პროკურატურამ გამოძიება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო და არხის ფინანსებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვა. გოგი ქურდაძე არხის თანადამფუძნებლებს და მენეჯმენტს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.

"როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, “მთავარ არხზე” ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას", - ნათქვამია არხის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა მისი გახსნიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ, 2025 წლის 1 მაისს შეწყვიტა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG