Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი WSJ-ს უჩივლებს სტატიისთვის სკანდალებით ცნობილი ეპსტინისადმი "უხამსი წერილის" შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს სასამართლოში უჩივლოს გამოცემა Wall Street Journal-ს, რომელმაც მისი სახელი დაუკავშირა ამერიკელ ფინანსისტს, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით გასამართლებულ ჯეფრი ეპსტინს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 22 წლის წინ ტრამპი იყო ეპსტინის იმ „მეგობრებს” შორის, რომლებმაც 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომისთვის უხამსი მილოცვები დაუწერეს. გამოცემის აღწერით, ეპსტინისადმი ტრამპის სავარაუდო წერილი წარმოადგენს ქალის შიშველი სხეულის გამოსახულებაზე დაბეჭდილ ტექსტს, რომელსაც ხელმოწერა აქვს სხეულის ინტიმურ ნაწილზე.

დონალდ ტრამპმა მსგავსი წერილის არსებობა უარყო და თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 17 ივლისს დაწერა, რომ მან და თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა WSJ-ის მფლობელი რუპერტ მერდოკი და მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი გააფრთხილეს, ყალბი წერილი არ გამოექვეყნებინათ. ტრამპის თანახმად, მალე სასამართლოში უჩივლებს Wall Street Journal-ს, მის მფლობელ კორპორაცია NewsCorp-ს და კორპორაციის მფლობელ მერდოკს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს დაავალა, სასამართლოს თანხმობით საჯაროდ გამოაქვეყნოს ჯეფრი ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულების წინაშე მიცემული ჩვენებები.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტინი 2008 წლიდან გასამართლებული იყო ჯერ პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის და მათზე სექსუალური ძალადობის, შემდეგ კი ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, ეპსტინმა თავი მოიკლა.

გამოძიების თანახმად ჯეფრი ეპსტინი არასრულწლოვანთა სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა თავის მეგობრებსა და კლიენტებსაც.

საქმის მასალებში ფიგურირებდა დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებების ნიშნების გარეშე.




ფორუმი

XS
SM
MD
LG