10:39 - ხალხი ხმას არ იღებს. ელოდებიან ოჯახის წევრებს დერეფანსა და ეზოში.
10:38 - ანრი კვარაცხელიას და ტირის, სკამიდან ვერ დგება, თავი აქვს ჩახრილი, მანდატურები ეკითხებიან ექიმი ხომ არ უნდა… მასთან არიან ანრი კვარაცხელიას ოჯახის წევრები: ბებია და ბაბუა, ასევე ძმა. მანდატურებმა კარი დახურეს და დარბაზში დატოვეს ანრი კვარაცხელიას ოჯახის წევრები… ელოდებიან, როდის დამშვიდდებიან... გარეთ ისმის ტირილის ხმა…
„ანრი გვიყვარხარ“,
„ძალიან მალე გამოვალ“ - ამბობს ანრი პასუხად. ის ბადრაგებს გაყავთ
10:38 - მოსამართლე აცხადებს განაჩენს.
ანრი კვარაცხელია ცნობილი იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით. [ისმის ამოსუნთქვა, სავარაუდოა, რომ უფრო მეტ სასჯელს ელოდნენ]. მოსამართლე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების სტანდარტია.
ფორუმი