10:36 - სხდომა დაიწყო. საკმაოდ სწრაფად მიდის პროცესი.
10:37 - სიტყვა თქვა ანრი კვარაცხელიამ:
„დიდი მადლობა რომ ჩემს საქმეებზე დადიხართ, ჩემთვის რა წლებიც არ უნდ ამომისაჯოთ მაგას ჩემთვის არსებითი მნიშველობა არ აქვს, მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდთ რომ ვიდექი, ჩემი საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო, მადლობა, რომჩემს გვერდით ხართ, ერთ რამეს გეტყვით დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს და ძალიან მიყვარხართ ერთი დიდი ოჯახი ვართ ყველა"
10:38 - მოსამართლე აცხადებს განაჩენს.
ანრი კვარაცხელია ცნობილი იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით. [ისმის ამოსუნთქვა, სავარაუდოა, რომ უფრო მეტ სასჯელს ელოდნენ]. მოსამართლე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების სტანდარტია.
„ანრი გვიყვარხარ“,
„ძალიან მალე გამოვალ“ - ამბობს ანრი პასუხად. ის ბადრაგებს გაყავთ
ფორუმი