Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ლეონ XIV მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ომის "ბარბაროსობა" ღაზაში


პალესტინელები იკრიბებიან სურსათის მიღების მოლოდინში. ბეით ლაჰია. 20 ივლისი. 2025 წელი
პალესტინელები იკრიბებიან სურსათის მიღების მოლოდინში. ბეით ლაჰია. 20 ივლისი. 2025 წელი

20 ივლისს რომის პაპმა ლეონ XIV-მ დაგმო ღაზაში ომი და მოითხოვა მისი დასრულება. პაპი გამოვიდა „ძალის განურჩეველი გამოყენების წინააღმდეგ“ მოწოდებით, ისრაელის სამხედროების მიერ კათოლიკურ ეკლესიაზე სისხლიანი დარტყმიდან რამდენიმე დღეში.

„კიდევ ერთხელ მოვითხოვ ომის ბარბაროსობის დაუყოვნებლივ დასრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა ლეონმა “ანგელოზის ლოცვის” ბოლოს.

17 ივლისს ღაზის ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის არმიის დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

20 ივლისს ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელების ჯგუფს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდნენ, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 44 ადამიანი.

„ამ მომენტისთვის, 44 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დახმარების მოლოდინში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს“ ქალაქ ღაზასთან ახლოს, ტერიტორიის ჩრდილოეთით, განუცხადა სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა AFP-ს.

ისრაელის სამხედროებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG