Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს


ბრალდებულის დაკავების კადრი
ბრალდებულის დაკავების კადრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 45 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დაკავებული თურქეთის მოქალაქეა - როგორც შსს პრესცენტრი იუწყება, კაცი შვილს მოკვლით ემუქრებოდა. კაცი ბათუმში დააკავეს.

„ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა“, - აცხადებენ შსს-ში.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ოჯახის წევრის გაუპატიურების (11 პრიმა 137-ე) და ოჯახის წევრზე მუქარის (11 პრიმა 153) მუხლებით.

რადიო თავისუფლება შსს-ში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG