პატიმრობის გირაოთი შეცვლას არ ეთანხმება პროკურორი როინ ხინთიბიძე. 120 მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაა.
აცხადებს გადაწყვეტილებას ჯვებე ნაჭყებია.
„დღევანდელი მოცემულობა ახალი გარემოებაა, გადავიდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში...დღეის მოცემულობით სახეზეა საფრთხეები კვლავ რის გამოც აღკვეთის ღონისძიება პატიმრბა უნდა დარჩეს ძალაში".
სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ასეა ფორმულირებული:
„ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".
პროკურორი როინ ხინთიბიძე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას. ის აღწერს 2024 წლის 4 დეკემბერს თბილისი მერიოტთან განვითარებულ მოვლენებს და ასაბუთებს, რომ სწორედ საბა სხვიტარიძეა ის, ვინც მირიან ქავთარაძეს დაარტყა.
პროკურორის დასკვნითი სიტყვა არ ყოფილა მაღალფარდოვანი სიტყვებით დატვირთული. მან მიმოიხილა მშრალად ვიდეომტკიცებულებები და მოითხოვა საბა სხვიტარიძე ცნობილ იცნას დამნაშავედ.
როინ ხინთიბიძემ დაასრულა დასკვნითი სიტყვა.
ფორუმი