Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (24/07/2025)

აქტივისტ, საბა სხვიტარიძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. დღეს პროკურორი როინ ხინთიბიძე დასკვნით სიტყვას იტყვის. პარტია „ახალის“ წევრს ედავებიან „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“. ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე

11:25 24.7.2025

საბა სხვიტარიძის საქმე თითქმის ფინალშია. მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მაქსიმუმ ორ პროცესში განაჩენი გვეცოდინება.

11:25 24.7.2025

საბა სხვიტარიძის ადვოკატს ირაკლი ჩომახაშვილს შუამდგომლობა აქვს და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვს. ეს მტკიცებულებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებას ეხება. ადვოკატი ექსპერტების დაკითხვას მოითხოვდა.

ცნობილია, რომ საბა სხვიტარიძისადმი არაადამიანურ მოპყრობას დაკავებისას და შემდეგ განყოფილებაში ეს უწყება იძიებს.

ადვოკატი მათ სადავოს ცნობად მოითხოვდა. პროკურორმა როინ ხინთიბიძემ კი უდაოდ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საქმეს დაურთო.

11:28 24.7.2025

ამ წუთას პროკურორმა თქვა, რომ საბა სხვიტარიძეს ბრალ გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120-ე მუხლით.. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.

11:28 24.7.2025

დარბაზი გაოგნებულია, ტირიან ოჯახის წევრები... ახლა აღკვეთი უნდა გადაისინჯოს. მუხლის გადაკვალიფიცირების გამო ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG