Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს ტარიფების საკითხზე შოტლანდიაში იმსჯელებენ


ტარიფის დაწესების ახალ ვადად 1 აგვისტოა განსაზღვრული.
ტარიფის დაწესების ახალ ვადად 1 აგვისტოა განსაზღვრული.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ფონ დერ ლაიენის X-ის პოსტის თანახმად, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ კვირას შოტლანდიაში შეხვედრაზე, „ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად“ და იმაზე სამსჯელოდ, როგორ მოხერხდეს მათი შენარჩუნება.

ევროკავშირის დიპლომატები მედიასთან აცხადებენ, რომ ყველა საკმაოდ დაძაბულია და რომ მოელიან ტრამპის მიერ დაწესებულ ვადამდე, ანუ 1 აგვისტომდე აშშ-სგან 15%-იანი საბაზისო ტარიფის დაწესებას.

გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტზე დაპირებულ 30%-იან ტარიფს არ დააწესებს, „თუ ისინი თავად დათანხმდებიან ამერიკული ბიზნესებისთვის ევროკავშირის გახსნას“.

სამი კვირის წინ ევროკავშირი და აშშ 10%-იანი საბაზისო ტარიფზე თითქმის შეთანხმებული იყვნენ, როცა პრეზიდენტი ტრამპი 30%-იანი ტარიფით დაიმუქრა. ტარიფის დაწესების ახალ ვადად კი 1 აგვისტო განისაზღვრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG