Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ გერმანიაში რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი, არის მსხვერპლი


სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ გერმანიაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, 2025 წლის 27 ივლისი
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ გერმანიაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, 2025 წლის 27 ივლისი

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგად, როცა მატარებლის სულ მცირე ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ტყით დაფარულ არეალში.

ამ ცნობას ავრცელებენ გერმანიის მედიასაშუალებები, მათ შორის Bild-ი და სააგენტო dpa.

გამოცემა Schwäbische Zeitung-ის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, დაშავებულია 30-ზე მეტი.

ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება. ავარია მოხდა ქალაქ რიდლინგენთან ახლოს, რომელსაც 158-მდე კილომეტრი აშორებს მიუნხენს. ამ არეალში მანამდე შტორმი იყო და გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რამდენად იყო წვიმა ავარიის გამომწვევი ფაქტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG