Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ხარკოვის რეგიონში ფრონტის ზონას ეწვია


ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებთან ერთად ვუჰლედარ-მარიინკასთან. 23 მაისი, 2023 წელი. (საილუსტრაციო ფოტო)
ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებთან ერთად ვუჰლედარ-მარიინკასთან. 23 მაისი, 2023 წელი. (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ეწვია ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ფრონტის ხაზს, სადაც, მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები სხვადასხვა უცხოელ „დაქირავებულ მებრძოლებს“ ებრძვიან.

„ჩვენ მეთაურებთან ვისაუბრეთ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, ვოვჩანსკის დაცვასა და ბრძოლების დინამიკაზე“, - დაწერა მან X-ზე.

„ამ სექტორში ჩვენი მეომრები იტყობინებიან, რომ ომში მონაწილეობენ დაქირავებული მებრძოლები ჩინეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, პაკისტანიდან და აფრიკის ქვეყნებიდან. ჩვენ პასუხს გავცემთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG