Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქში ტურისტული ბაზა დაბომბეს, არის მსხვერპლი


ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასასვენებელი ბაზის ტერიტორია 6 აგვისტოს, დილით დაიბომბა
ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასასვენებელი ბაზის ტერიტორია 6 აგვისტოს, დილით დაიბომბა

სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც დღეს დილით რუსეთის ჯარებმა დაბომბეს დასასვენებელი ბაზის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ტურისტული დასასვენებელი ბაზა ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე დაზიანებულია 9 ერთსართულიანი სახლი. ხანძარი გაჩნდა ხუთ ადგილზე. დამწვარია ავტომობილებიც.

დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე დაზიანებული სახლი
დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე დაზიანებული სახლი
მეხანძრეები აქრობენ ზაპოროჟიეს რაიონში, დასასვენებელი ბაზის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად გამოწვეულ ხანძარს. 2025 წლის 6 აგვისტო
მეხანძრეები აქრობენ ზაპოროჟიეს რაიონში, დასასვენებელი ბაზის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად გამოწვეულ ხანძარს. 2025 წლის 6 აგვისტო

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დასასვენებელი ბაზის ტერიტორიას საავიაციო ბომბებით, სულ მცირე, ოთხჯერ დაარტყეს.

რუსეთს უკრაინის ამ რაიონის დაბომბვის შესახებ არაფერი უთქვამს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG