Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ რეპლიკების გამო დემონსტრანტი სანდერი გააძევა - „შენ არ გეგონოს შენი თავი ლეგიტიმური“


ნანა სანდერი ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე. ფოტო მისი პირადი არქივიდან
ნანა სანდერი ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე. ფოტო მისი პირადი არქივიდან

საღამოს 10 საათისთვის დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექვსი დემონსტრანტის სასამართლო პროცესი.

ბრალდებულები არიან: გოჩა ყატაშვილი, საბა კორძაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი კირვალიძე და ნანა სანდერი.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ერთ-ერთი მათგანი, ნანა სანდერი დარბაზიდან გააძევა.

საფუძველი სანდერის ადგილიდან ხმამაღალი რეპლიკები გახდა.

„აქ არ სრულდება ცხოვრება“, „შენ არ გეგონოს შენი თავი ლეგიტიმური“ - ხმამაღლა დაუძახა სანდერმა მოსამართლეს.

მანამდე, სანდერს გვიანობამდე არ ჰყავდა ადვოკატი, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას ნიკოლოზ ბოლქვაძე დაიცავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG