Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7 დღით პატიმრობა შეუფარდეს, მის მეუღლეს - 5000-ლარიანი ჯარიმა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს7-დღიანი პატიმრობა, მის მეუღლე მაია ბოკერიას კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს7-დღიანი პატიმრობა, მის მეუღლე მაია ბოკერიას კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

მის მეუღლეს, მაია ბოკერიას 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

მათ „გზის გადაკეტვას“ ედავებოდნენ.

ივანოვ-ჩიქოვანის კოლეგის, ნინო ზაუტაშვილის ცნობით, წყვილი დააკავეს საკუთარ სახლში, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

დღეს სასამართლომ, წინა დღეების მსგავსად, კვლავ არაერთ დემონსტრანტს შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ მცირე ნაწილს დააკისრეს ჯარიმა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG